ვახტანგ მეგრელიშვილი: ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ თამარ ჟვანიას გადადგომას ვერ მოსთხოვს

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიცია “ქართულ ოცნებას“ თამარ ჟვანიას გადადგომას ვერ მოსთხოვს, რადგან ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი.

– “სუფთა ადამიანურად, არჩევნების მიმართ ნდობას განაპირობებს არა მხოლოდ წესები, არამედ ადამიანებიც. იმ პერიპეტიების შემდეგ, რომელიც წინა წელს გადახდა ცესკო-ს დღევანდელ თავმჯდომარეს, მე ვფიქრობ, მისი თანამდებობაზე დარჩენა იქნება არაადეკვატური, მით უმეტეს ამ ცვლილებების განხორციელების ფონზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი, ვერ მოსთხოვს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” ამის აუცილებლად გაკეთებას” – განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან, საარჩევნო რეფორმის შესახებ საუბრისას.

წყარო: itv.ge