“გარმონისებური ბიულეტენი, რომელსაც შტრიხკოდი აქვს” – ვაშაძე შესაძლო საარჩევნო ცვლილებებზე

კომისიებში პარიტეტების ცვლილება, ტექნოლოგიების გამოყენება, რომ არ გაყალბდეს არჩევნები – უამრავი, დაახლოებით ერთი 35-40 ფუნდამენტური ცვლილებაა, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ საარჩევნო გარემო იყოს სანდო – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

– “გვაქვს ახალი, ინოვაციური მიდგომები – აი, მაგალითად, გარმონისებური ბიულეტენი, რომელსაც აქვს ბარკოდი და შტრიხკოდი. ეს ყველაფერი კონტროლდება, რათა გარეთ არ გაიტანოს ვიღაცამ კარუსელისთვის. ესტონელებს ისე მოეწონათ, წაუღიათ უკვე და შეიძლება დაგვასწრონ არჩევნებში გამოყენება” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

წყარო: newposts.ge