“ჰამასმა” ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. Deutche Welle-ს ინფორმაციით, დაძაბულობის ბოლო გამწვავებისას ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო და თქვა, რომ ეს ქმედება ისრაელის დანაშაულებით და აგრესიითაა გამოწვეული.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან ისროლეს. სამხედროების თქმით, ღაზადან შვიდი რაკეტა ისროლეს და მათი უმეტესობა ღია სივრცეში დაეშვა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემდეგ, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად პალესტინაში ცხრა პალესტინელი დაიღუპა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
შეგახსენებთ, ისრაელი დღეს „იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავს. დილით, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელმა მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, მანათობელი ხელყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის სამართალდამცავებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 305 პალესტინელი დაშავდა.