SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა გადაცემა Saturday Night Live-ში განაცხადა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
მასკის თქმით, ის მსგავსი დიაგნოზის მქონე პირველი ადამიანია, რომელიც პოპულარული იუმორისტული შოუს წამყვანი გახდა.
ცნობისთვის, ასპერგერის სინდრომი პირველად 1944 წელს ავსტიელმა ფსიქიატრმა ჰანს ასპერგერმა აღწერა. ეს სინდრომი პერვერსიული აშლილობაა, რომლის მთავარი სიმპტომი სოციალური ურთიერთობების დეფიციტია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პაციენტებს შენახული აქვთ ინტელექტი და განვითარებული აქვთ მეტყველება, თუმცა, დარღვეულია მეტყველების პრაგმატული მხარე. ისინი ანგარიშსს არ უწევენ მოსაუბრეს და მხოლოდ თავიანთი ინტერესის სფეროს გარშემო ტრიალებენ. პაციენტები ასევე ნაკლებად იყენებენ ჟესტებს და მიმიკებს, ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს და უჭირთ სხვისი ემოციების გაგებაც, ვერ ამყარებენ თვალებით კონტაქტს, რადგან ზოგადად ადამიანის სახე მათთვის ძალიან ძლიერი გამღიზიანებელია, არ აქვთ ემპათიის უნარი, არ აინტერესებთ სხვათა ემოციები და აზრები და არ შედიან დიალოგში, ანუ მათ დაქვეითებული აქვთ სოციალური ინტელექტი.
წყარო: newposts.ge