ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდის 366,161 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 3,754-ი ადამიანი.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კოვიდის 22,662,575 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 246,146-ს შეადგენს.
წყარო: report.ge