მე მისი მასწავლებელი ვიყავი, მიყვარს, კარგი ადამიანია

მე მისი მასწავლებელი ვიყავი, მიყვარს, კარგი ადამიანია, ჩემთვის სიამაყეა – მეუფე სტეფანე ვარლამ გოლეთიანზე.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს თქმით, ის ვარლამ გოლეთიანის მასწავლებელი იყო, თუმცა მას შემდეგ მასთან ურთიერთობა არ ჰქონია და „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციებშიც მისგან დამოუკიდებლად ჩაერთო.

– “ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ვარლამ გოლეთიანის გამოჩენამდე მქონდა. ნაციონალების დროს რომ დაისვა ეს საკითხი მაშინვე მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება, არა ჰესის მიმართ, არამედ პროცესის მიმართ. მოსახლეობა იგნორირებული იყო, ფლაერებით ელაპარაკებოდნენ. ვარლამი პროცესში შემოვიდა აბსოლიტურად ჩემგან დამოუკიდებლად. მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი.

მამამისი არის ჩემი ეპარქიის მღვდელი. ვარლამი პატარა ბავში იყო გიმნაზიაში სწავლობდა ჩვენთან, მე მისი მასწავლებელი ვიყავი, შემდეგ ის თბილისში წავიდა, აღარ მქონდა მასთან კონტაქტი, ის, რომ მე მას ვხელმძღვანელობდი აბსურდია. მიყვარს, კარგი ადამიანია, ჩემთვის სიამაყეა, ეს ადამიანი არის ნამდვილად პატრიოტი და მთელი გულით არის სიმართლისთვის მებრძოლი” – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

წყარო: ptn.ge