“სწორედ ბერია იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც სტალინი, 100  პროცენტით ენდობოდა”

მარტო ის რად ღირს, რომ სტალინმა – ბერიას, – საბჭოთა უშიშროება ჩააბარა, და მისი რეფორმირება დაავალა, ამით ხომ მას, ფაქტობრივად – საკუთარი ძალაუფლება ანდო….

ბევრი დაუკვირვებელის მტკიცების მიუხედავად, რომ თითქოს, ბერია – სტალინის ნდობით არ სარგებლობდა, ფაქტები, – სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს…. სწორედ რომ, სტალინის დიდმა ნდობამ, გამოიწვია – ბერიას ფანტასტიკური კარიერა, – ძალიან მოკლე დროში, და შეიძლება ითქვას რომ, სწორედ ბერია იყო, ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც სტალინი, 100 – ი პროცენტით ენდობოდა. ნდობას, რა თქმა უნდა, მოპოვება უნდა, და ბერიამ, ამ სტატუსს, თავისი ზეადამიანური ნიჭით, და ერთგულებით მიაღწია. გარდა ამისა, სტალინი – ბერიას, – განსაკუთრებით საიდუმლო, – დიპლომატიურ მისიებს ანდობდა, და უზარმაზარი უფლებებიც მიანიჭა…. სტალინს, საიდუმლო დიპლომატიის საწარმოებლად, ძალიან საიმედო, გამჭრიახი ადამიანი სჭირდებოდა. ერთი შეხედვით, ასეთი, – საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, – ვიაჩესლავ მოლოტოვიც გამოდგებოდა, და ეს, არცთუ ისე შორს იყო რეალობისაგან. მოლოტოვი, სტალინის მითითებით, მართლაც ასრულებდა ხოლმე, სხვადასხვა საიდუმლო დავალებას, თუმცა, სტალინმა – მოლოტოვს, – ბერია ამჯობინა, და ჰიტლერთან – საიდუმლო საურთიერთო მისიაზეც, სწორედ – მერხეულელი გამოარჩია…. ბერიას ქართველობამ, გადააწყვეტინა სტალინს, ურთიერთობა – ჰიტლერთან მოლაპარაკების, მთავარ როლზე. რაც უნდა თავი გაიგიჟონ, სხვადასხვა ფორმის ლაყეთავიანებმა და ,,მკვლევარ – პუბლიცისტებმა“, და აიტაცონ, რომ სტალინი, თითქოს, თავს – ქართველად არ მიიჩნევდა, და ყველაზე მეტად, – რუსებს ენდობოდაო, ფაქტი – ფაქტად რჩება; სტალინი, ყველანაირად ქართველი იყო, და ყველაზე მეტად, მაინც – ქართველებს ენდობოდა…. ამიტომ, ტყუილია იმის მტკიცება, რომ თითქოს, სტალინი, – რუსულ ყაიდაზე ცხოვრობდა, და საკუთარ თავს, – რუსად მიიჩნევდა. ეს, თავისთავად ცხადია, – სიყალბეა…. სტალინი ქართველი იყო. ეს არასოდეს დაუმალავს მას, და ბერიამაც, სწორედ ქართველობით ააწყო – სტალინთან ურთიერთობა. მას მერე, რაც საბჭოეთ – გერმანიას შორის, თავდაუსხმელობის პაქტი დაიდო, და საიდუმლო ოქმსაც მოეწერა ხელი, სტალინს, თავისი პოლიტიკური, ,,საჭადრაკო“ პარტიის, წარმატებულად გაგრძელებისთვის, ჰიტლერთან, ფარული კავშირი სჭირდებოდა, და 16 – ტ იანვარს, ბერია, – საიდუმლოდ მიავლინა ბერლინში. ფაშისტური გერმანიის, საგარეო დაზვერვის შეფი, რაიხსფიურერ – ჰენრიხ ჰიმლერის, ერთ – ერთი მოადგილე, – ვალტერ შელენბერგი, თავის მემუარებში, ასე აღწერდა, – ბერიას საიდუმლო ვიზიტს, – ბერლინში: ,,ვიცოდით, რომ ბერია – ქართველი იყო, და რომ მან, თავისი სამშობლო, სტალინის მხარდამხარ, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის, – მოწინავე პოზიციებზე გაიყვანა. ვიცოდით ისიც, რომ საბჭოთა უშიშროებას, მას მერე, რაც – ბერია ჩუადგა სათავეში, უცხოელი ჯაშუშების რიცხვი, ფაქტობრივად, ნულამდე დავიდა. 1940 – ი წლისთვის, ყველა ჩვენი აგენტი, გამოვლენილი, და განეიტრალებული იქნა. ჩვენი ინფორმაციით, ის მრავალმხრივად განათლებული ადამიანია. თავისუფლად ფლობს 6 – ს ენას, მათ შორის – გერმანულს…. მთელი ეს ინფორმაცია, რომ რაიხსფიურერს, – ჰიმლერს გადავეცი, ის სახეში მომარჩერდა და მითხრა: ,,ჩვენ, – ბიბლიური ღმერთების რაინდებთან – მოგვიწევს ბრძოლა, რომლებთაც, მიწიერ ცხოვრებაში აქვთ მხოლოდ, – ადამიანის სახეო“…. ,,ომის დამთავრების შემდეგ, ჩემთვის ცხადი გახდა, ,,ამ ბიბლიური ღმერთების წონა, პლანეტის თავზეო“ – ეს სიტყვები, – შელემბერგის მემუარებიდანაა…. ბერლინში, ბერია 16 – ტ იანვარს, დილით ჩარინდა, და დღის 2 – რ საათზე, რაიხსფიურერს – ჰიმლერს შეხვდა. მათ 3 – ი საათის განმავლობაში ისაუბრეს. საღამოს, 10 – თ საათზე კი, ბერია – ჰიტლერმა მიიღო – რაიხსკანცელარიაში, და მათაც, 3 – მ საათიანი საუბარი ჰქონდათ. 17 იანვარს, ღამის 3 საათზე კი, ბერიამ – ბერლინი დატოვა…. ბერლინში, ფარული ვოიაჟის შემდეგ, საბჭოთა და ფაშისტურმა დაზვერვებმა, ერთმანეთში საიდუმლო თანამშრომლობის ხელშეკრულება, სიტყვიერად გააფორმეს, რის საფუძველზეც, 1941 – ი წლის 22 – რ ივნისამდე, თანამშრომლობდნენ. ამ ხნის მანძილზე, გერმანიამ – საბჭოეთს, – მეფისდროინდელი, 1000 – ი ანტიკომუნისტი გადასცა, ვინც გერმანიაში ცხოვრობდა, და იქ აფარებდა თავს. ჰიტლერთან შეხვედრაზე, ბერია ფაშისტ ფიურერს, – სტალინთან საიდუმლო შეხვედრაზეც მოელაპარაკა, და ასეთი შეხვედრა, ერთი თვის მერე შედგა კიდეც, და ამ შეხვედრამ, სტალინს დრო მოაგებინა, და რამაც, კიდევ 18 – ი თვე გადაწია – საბჭოთა კავშირ – გერმანიის ომი….