ლევან ვასაძის გადაწყვეტილებაზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვით:
მთელი ეს წლები იმისთვის ლანძღავდით, რატომ არ მოდის პოლიტიკაშიო, კარგად მახსოვს თითოეული თქვენგანის სიტყვები. გამოჩნდა და ახლა იგივე ხალხი ლანძღავს, რატომ გადადგა ეს ნაბიჯიო.
პირველ რიგში იმ ხალხს მოგმართავთ, ვინც არსებული ვითარების გამო წუწუნებთ, მაგრამ სიახლის გეშინიათ ქვეცნობიერად!
არ მოგწონთ ვასაძე? მაშინ ღმერთმა გიმრავლოთ ბოკერია, ხოშტარია, რურუა, კუკური მანგო, იაგო, საიადან გამომძვრალი პოლიტიკოსები, რომლებსაც ელემენტარულადაც კი არა აქვთ ეროვნული ცნობიერება.
თვით წმინდა მეფეები – სოლომონი, თამარი და დავითიც, რომ გამოჩნდეს ახლა, იმასაც გალანძღავთ. პრინციპში, არაფერი მიკვირს იმ საზოგადოებისგან, რომლებისთვისაც პოლიტიკოსები არიან ღმერთები და არა უფალი ქრისტე.
გარყვნეს, გაატუტუცეს, ფსიქოლოგია და ადამიანობა მოუსპეს ჩვენ ხალხს და ამიტომაც ხდება ასე.
არასდროს უთქვამს ვასაძეს, რომ თავად არის რჩეული, გადამრჩენელი, ეკონომიკის ბურჯი და ა.შ
მაგრამ ბევრი რამე რომ შესაცვლელია ფაქტია.
ყველას ტერიტორიების დაბრუნება აკერია პირზე, ეკონომიკის აღმავლობა და ა.შ არც ესენი და არც არაფერი არ მოხდება, თუ ქართული საზოგადოება არ დაუბრუნდება ქართულ ცნობიერებას, მეტ-ნაკლებად მაინც. ვინ დაიბრუნებს ტერიტორიებს, ულტრა ლიბერალიზმით დაავადებული, გართობაზე 24 საათით მოფიქრალი თუ ეროვნულ ღირებულებებზე გაზრდილი და ჩამოყალიბებული ხალხი? აქვე განვმარტავ, რომ ეროვნული ღირებულებები გულზე მჯიღის ცემას არ ნიშნავს – ჩვენი წინაპრები საკმაოდ თავდამბლობით აკეთებდნენ საქმეს, ზედმეტი ხმაურის გარეშე.
და ყველაზე მთავარი – იძახიან, ვასაძე რუსული პროექტიაო. რუსული პროექტი თუ ეროვნული გამოღვიძება ყოფილა, მაშინ საღოლ რუსეთს! ამ დროს კი ლევანს დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკელი, ევროპელი კონსერვატორებისგან და ქრისტიანებისგან, იმ ხალხზე მაქვს საუბარი ვისთვისაც ოჯახი წმინდაა. დუგინის ძმაკაციო იძახიან, არა ის ჯობდა, წინასწარ წაგებულ ომებს რომ იგონებდნენ საქართველოს გამყიდველები და როგორც ლოხებს ისე წაგვართვეს ტერიტორიები. არა ის ჯობდა, ამდენი ადამიანი რომ დავკარგეთ ნაადრევად და გენოფონდი დადგა კატასტროფის წინაშე.
ცოტა ჭკუას მოუხმეთ! თქვენ ის ხალხი არ ხართ პოლიტიკას რომ ამხეცებთ და დღემდე შევარდნაძე რუსეთის კაცი გგონიათ. არაა საჭირო არც ვინმეს ლანძღვა ფაქტების გარეშე და არც ვინმეს გაღმერთება. საკმაოდ მშვიდი და თავმდაბალი კაცია ლევანი და არასდროს უთქვამს, არიქა მე ვარ მესიაო.
ერთი სიტყვით, იმ დონეზე დაეცა ხალხი, რომ ნებისმიერ ვინმეს, ვინც უსამართლობის წინაშე ხმას ამოიღებს, რუსეთის აგენტს ეძახიან. ესაა ქართული ცნობიერების და აზროვნების ფსკერი, ამაზე მეტი ქვესკნელი წარმოუდგენელია უბრალოდ.
ვისაც თავში ჭკუა აქვს, ყველა ხვდება უკვე თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების დათბობა, დიპლომატიის წარმოება მინიმუმ იმისთვის, რომ საომარ ვითარებაში არ ვიყოთ ყოველდღიურად. ჭკუა უნდა გამოგვეჩინა მეზობლებივით და ქართული ლობი და დიასპორა ახლა უძლიერესი უნდა ყოფილიყო მანდ.
რა არის იცით, უზრდელი არ უნდა იყო ადამიანი, თავი არ უნდა დაკარგო. ყველაფერი უნდა იყოს არგუმენტირებული, დასაბუთებული, ზიზღის და ქვების სროლის გარეშე. იგივე ვთქვი რიონის ხეობის მცველების მიმართ, არ მოგწონთ ეს ბიჭები? არა უშავს, მაგრამ ისეთ რამეებს ნუ დააბრალებთ, რომლებსაც მათივე მტრები აკეთებენ საკუთარი ხელით. არ შეიძლება უსამართლოდ ადამიანზე რამის დაბრალება. თქვენ მშვიდობიანობის დროს თუ დაკარგეთ თავი, ომიანობის დროს რა დაგემართებათ თუ ხვდებით?
და ბოლოს ერთ ვიტყვი – რაც უფრო მეტი იქნება პროტესტი და ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება, მით ნაკლები იქნება გლობალიზაციის მარწუხები ჩვენს კისერზე, ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
დიტო ბიძინაშვილი; სოციალური ქსელი