საქართველოში ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
12 მაისის მონაცემებით, თბილისში 744 შემთხვევა გამოვლინდა.
შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 149, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი –54, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი –149, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი –24, სამცხე-ჯავახეთი –13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში 1409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 35%-ია.
წყარო: ptn.ge