სალომე სამადაშვილი მის ყოფილ პარტიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.
ის ამბობს, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის
– “ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ ვაპირებ ენმ-ში დარჩენას. რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიად. როგორც არის, უკვე დიდი ხანია” – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“
წყარო: newposts.ge