ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას დღეს ეწვევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილთან ერთად ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატში მოლაპარაკებები გაიმართება. პირისპირ შეხვედრას გამართავენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის დროს განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მთელი სპექტრი, მეტწილად ეკონომიკის სფეროში. მხარეები ასევე განიხილავენ რეგიონში შექმნილ ვითარებას და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ღარიბაშვილი სომხეთს უკვე ორჯერ ესტუმრა: საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას 2014 წელს და 2020 წელს – თავდაცვის მინისტრობისას. ორივე ვიზიტისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის ყველა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს.

პრემიერის სტატუსით 2019 წელს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.

“სპუტნიკი”