ისრაელის საელჩო ქართველ ხალხს მადლობას უხდის

ისრაელის საელჩო საქართველოში სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის:

“ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

ამჟამად მილიონობით ისრაელის მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინას შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

“რეზონანსი”