როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს

12 მაისს ქუთაისში +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

oppo_0

მცირედ ღრუბლიან დღეს და ქარს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ზუგდიდში გამოიდარებს, სადაც დღის განმავლობაში +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

მესტიაში +12 გრადუსი და მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში მცირე ღრუბლიანობას და +23 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი.

+25 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში გამოიდარა. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა და ქარი.

გორში დღისით +26 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +7 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. მცირედ ღრუბლიანი დღე და წვიმა იქნება ომალოში, სადაც დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოსალოდნელია უნალექო დღე. დღის განმავლობაში +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცირედ ღრუბლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა და ქარი.

 

“იმედინიუსი”