მოსახლეობის აქტივობა ნორმალურია, დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა უფრო მეტი აქტივობა.
– ამის ესახებ „ქრონიკას“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, დღეში 6-7 ათასი ადამიანი უნდა აიცრას
– “ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 68 ათასი ადამიანი. ესაა მოზრდილი მოსახლეობის 2,5%, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში დამაკმაყოფილებელია. ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნეზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. გუშინ აიცრა 4 800” – აღნიშნა ცერცვაძემ.
წყარო: ptn.ge