დავით ზალკალიანი ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
– “საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს” – წერს მინისტრი Twitter-ზე.
🇬🇪 gov't is closely following developments unfolded in 🇮🇱. 🇬🇪 strongly condemns violence & rocket attacks against civilians, which undermine peace & stability in the wider region.
There is no alternative to the de-escalation of tensions in the region. @Gabi_Ashkenazi— David Zalkaliani (@DZalkaliani) May 11, 2021
წყარო: bm.ge