ბაბუაჩემმა 18 ნაჭრილობევი ჩამოიტანა ომიდან! ერთხელ, ბავშვმა გულუბრყვილოდ ვკითხე, ბაბუა, შენ ომში “მიშენიად” მუშაობდი მეთქი?!

ბაბუაჩემმა 18 (!) ნაჭრილობევი ჩამოიტანა ომიდან ! . .
ერთხელ, ბავშვმა გულუბრყვილოდ ვკითხე, ბაბუა, შენ ომში “მიშენიად” (სამიზნედ) მუშაობდი მეთქი ? . .

მწარედ გაეღიმა და არაფერი მიპასუხა,… მხოლოდ მერე, (სულ რამდენიმე წლის შემდეგ, სხვათაშორის) აფხაზეთის ომში ჩავწვდი იმ ღიმილის სიმწარის მთელ სიღრმესა და სიცხოველეს…
ბაბუაჩემი გადარჩა, ჩამოვიდა, კიდევ 40 (!) წელი იცოცხლა და ერთხელაც არ დაუჩივლია, სხვისი ქვეყნისთვის რატომ მაბრძოლესო…
არადა, ქართველობა სულ არ დაეწუნებოდა!.. ისევე, როგორც იმ დაღუპულ “ღიმილის ბიჭებს” და თითზე ჩამოსათვლელ ცოცხლად დარჩენილ მოხუცებს, ახლა რომ მავანნი უზნეო, უსქესო, უჯილაგო პრიმატები იმპერიისთვის სამსახურს იქით აყვედრიან და ბავშვებს თავებში უტენიან, რომ ფაშისტებს თურმე რუსეთის იმპერიიდან საქართველოს გათავისუფლება სურდა და ამათმა არ დაანებეს, თორემ ჰიტლერს ჩვენზე დარდით ღამეები არ ეძინა.
მაშინ ყველამ საკუთარი წილი საქართველო დაიცვა და გადაარჩინა, საკუთარი ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის და თვით სიცოცხლის ფასადაც კი!!!
… ხო და თქვენც გაიღეთ რამე მცირედი თქვენს მიერვე “დამოუკიდებლად” გაპარტახებულ და თქვენივე სილაჩრისა და გამყიდველობის გამო ყველა ომში დამარცხებული ქვეყნისთვის, მერე პირები კარგად გამოირეცხეთ სადეზინფექციო ხსნარით (ხომ გაქვთ ახლა) და მხოლოდ ამის შემდეგ გაბედეთ გამარჯვებული, გმირი ვეტერანებისა და დაღუპულების სახელების ხსენება!!!
და სულ არა აქვს მნიშვნელობა სად, რომელ გეოპოლიტიკურ საზღვრებსა და ფორმაციაში იყო მაშინ საქართველო.
მნიშვნელობა აქვს იმას, რომ 700 000 ქართველი ვაჟკაცი წავიდა და ნახევარი იმათგანი – სამუდამოდ.
განადგურდა ერის საუკეთესო ნაწილი, ფაქტობრივად მთელი გენოფონდი, ვინც ჯერ კიდევ 37 წლის რეპრესიებს გადაურჩა თუ მერე წამოიზარდა.
ამის გამოძახილიცაა სხვათაშორის დღეს ნახევარი საკაცეთი ქალის საცვლებით რომ დადის.
ეგენი იქით იყვნენ და…
დიდება საქართველოს უკეთესი შვილების ხსოვნას!!!
დიდება საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე უტრაგიკულესი თაობის საფლავებს და უსაფლავოთა სულებს!!!
ამინ!!!
/გრინ ბარეტი/

ჟურნალისტი გრინ ბარეტი; სოციალური ქსელი