გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანმოს „სპუტნიკ V“–ს სწრაფად აღიარებისკენ მოუწოდა

ანტონიუ გუტერეშის თქმით, რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პრობლემას გადაჭრის.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“ აღიარების პროცესი. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„რა თქმა უნდა, მივესალმებოდით ჯანმოს მიერ ვაქცინა „სპუტნიკ V“–ს აღიარებას. ვიცი, რომ პროცესი მიდის. ვაფასებთ, რომ რუსეთმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ გაეროს თანამშრომლები „სპუტნიკ V“–თი აგვეცრა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. მიგვაჩნია, რომ „სპუტნიკ V“ ასევე ერთ–ერთი საკვანძო ელემენტია, რომელიც ვაქცინაციის პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ.

რუსული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ „სპუტნიკ V“ უკვე 64 ქვეყანაშია აღიარებული, რომელთა მოსახლეობა ჯამურად 3,2 მლრდ ადამიანს აღემატება. სახელმწიფო რეგულატორების მხრიდან მოწონების მხრივ „სპუტნიკ V“–ს მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია. ვაქცინის ეფექტურობა, რუსეთის 3,8 მლნ ვაქცინირებული  მოქალაქის ანალიზის მონაცემებით, 97,6%–ს შეადგენს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უფრო ადრე სამედიცინო ჟურნალ The Lancet–ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი (91,6%).