თელ ავივი-თბილისის რეისით საქართველოში 166 მგზავრი ჩამოფრინდა

“ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, რეისი დროულად შესრულდა და მგზავრების უსაფრთხოება იყო უზრუნველყოფილი.

“ჯორჯიან ეარვეისი“ კვირაში ხუთჯერ დაფრინავს ისრაელში. დღევანდელი რეისი იყო დაგეგმილი. განხორციელდება წუთი წუთში. ჩამოფრინდა ზუსტად 01:00 საათზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაღალპროფესიონალ მფრინავებს, ხომალდის მეთაურებს და ტექნიკურ სამსახურს, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ამოცანა შევასრულოთ წარმატებით.

ჩამოვიდა ბორტის ხელმძღვანელი, მგზავრები, ყველანი კმაყოფილები არიან და ყველაფერი დროზე და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა. აქედან გაფრინდა დღეს 17 მგზავრი, ისრაელიდან ჩამოფრინდა 166 მგზავრი” – განაცხადა რომან ბოკერიამ.

წყარო: ptn.ge