თინა ბოკუჩავა – ვთვლი, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში

ვთვლი, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“პარტიაში მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები. ნიკას გეგმაა, რომ შეხვდეს სხვა პარტიებსაც, როგორც დოკუმენტზე ხელმომწერ, ისე არახელმომწერ პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებს და ფართო კონსულტაციების შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილება.

მე ვთვლი, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში, რათა განხორციელდეს ის რეფორმები, რომელიც ჩადებულია შარლ მიშელის დოკუმენტში და მოვამზადოთ საკანონმდებლო ჩარჩო ვადამდელი არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებლად დაინიშნება, ოპოზიცია კოორდინაციაში თუ იქნება.

თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც და ახლა მიმდინარეობს დისკუსია, აზრების შეჯერება და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საუკეთესო ინტერესში, არამედ ოპოზიციის ინტერესშიც, რომელიც ძალიან არასრულფასოვანი იქნება, თუ იმ წარმომადგენლობით იქნება პარლამენტში, რაც ახლა არის“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წყარო: ptn.ge