ამის მომფიქრებლების თავებზე ირბინეს რაჭა-ლეჩხუმის მურა დათვებმა და გარეულმა ტახებმა! – დათო ხვადაგიანი

ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

აუ, რა მაგრად „ჭეჭყავენ“, მე ვიყო ლაოსის შპიონი რა ?!
არამერქნული ტყის პროდუქტებით (ანუ ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი და სხვა) თუ სარგებლობ, გარდა იმისა, რომ ლიცენზია უნდა აიღო, წლის ბოლოს ბუღალტერიაც უნდა წარუდგინო ამათ, ე მანდ ორიოდე ზედმეტი ჭკუტა მსხალი (როგორც ჩვენში, ლეჩხუმში ეძახიან), ხურტკმელი, ანწლი, მოცვი, ასკილი, მაყვალი და მაგდაგვარები არ გადააყოლო ხელს !!!

აი ვინც ეს „გენიალურობა“ მოიფიქრა და კანონის სახე მისცა, იმათ თავებზე რო ირბინეს რაჭა-ლეჩხუმის მურა დათვებმა და გარეულმა ტახებმა !!!
(ქვემოთ იხილეთ ამონარიდი ახალი რეგულაციიდან)