“ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან” – თალაკვაძე

თალაკვაძე: სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას, სააკაშვილისა და უგულავას მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელებს ეხმაურება.

– “ეს არის სტრასბურგის სასამართლოში იმ ადამიანების სარჩელი, ვისი ხელისუფლებისა და ვის მიმართაც ჩვენს თანამოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ შეტანილი, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინ ეს ადამიანები უგულებელყოფდნენ სტრასბურგში შეტანილ საჩივრებს, უგულებელყოფდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს და ადამიანის უფლებებს. საფუძვლიან კითხვებს აჩენს, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური აქტი, ვიდრე მათი მხრიდან რაიმე სიმართლის ძებნის მცდელობა. ეს დაგვიანებულია, ვინაიდან მათთან მიმართებაში საქმეები უკვე ბევრი წელია, სასმართლოში იხილება და გადაწყვეტილებებიც იყო მიღებული.

ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან და პოლიტიკური ყურადღების ცენტრში დაბრუნდნენ, რაც ვფიქრობ, არ გამოუვათ. ჩვენ ვენდობით და ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: ptn.ge