ნათელაშვილი – შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და თქვენ კი ეშმაკებისკენ გარბოდეთ?

შეიძლება „ლეიბორისტული პარტია“ გყავდეს ქვეყანას ამდენი წელი და ხმები სახვეწარი იყოს – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, მთელ საქართველოს პრეტენზიები რომ აქვს „ლეიბორისტულ პარტიასთან“, ეს არის გულსატკენი.

– “შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და იმ არჩევნებში „გრეჩიხა“ აირჩიოთ პრეზიდენტად? შეიძლება, ნათელაშვილი იყრიდეს კენჭს და სალომე ზურაბიშვილი აირჩიოთ პრეზიდენტად? შეიძლება „ლეიბორისტული პარტია“ იყოს წამოსული ასპარეზზე და გეუბნებოდეთ თქვენ სიკეთეს, თქვენ სამუშაო ადგილებს, დაბალ გადასახადებს, ოლიგარქიის დამარცხებას, ქვეყნის განვითარებას, ცივილიზებულ ორიენტაციას, დასავლურ და სხვა ორიენტაციას, გეუბნებოდეთ უფასო განათლებას, ჯანდაცვას, თან ამას აკეთებდეს ოპოზიციური მდგომარეობიდანაც კი და თქვენ ეშმაკებისკენ გარბოდეთ?! თუ ასე გაგრძელდება, არაფერი გეშველებათ. ერთადერთი პარტია, რომელიც თქვენ ინტერესებს დაიცავს, სისტემას დაუპირისპირდება და შექმნის ახალ ცხოვრებას „ლეიბორისტული პარტია“ და მე ვარ.

არ გინდათ? მრავალი ათეული წელი გეოპოლიტიკურ ხაფანგში იქნებით. არ დაიწყოთ მერე, რა გვეშველება? რასაც იმსახურებთ, ის მთავრობა გყავთ“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წყარო: report.ge