ანა დოლიძე – თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობას განვიხილავ

ანა დოლიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობას განვიხილავ.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მერობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევითი თანამდებობა, ეს არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირი საქართველოში. ჭორები დადის უკვე ჩემზე და რა თქმა უნდა, ამ საკითხს განვიხილავ. მერობის კანდიდატურა ჩემთვის არის საფიქრალი, განსახილველი მხარდამჭერებთან ერთად, რადგან თუ მხარდაჭერა და ზურგი არ გაქვს აზრი არ აქვს რაღაცაზე ფიქრს“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

წყარო: itv.ge