ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობას კოვიდის ტიპიური სიმპტომები არ აღენიშნება

University of Alabama-ის კვლევა: ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობას კოვიდის ტიპიური სიმპტომები არ აღენიშნება.

University of Alabama-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობას კოვიდის ტიპური სიმპტომები არ აღენიშნება. ამიტომ, შესაძლოა, მათი დიაგნოსტირება რთული იყოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

University of Alabam-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 12, 306 ბავშვის მონაცემს ეყრდნობა, მხოლოდ მცირე მათგანს აღენიშნებოდა ვირუსის ტიპური სიმპტომები.

კვლევის მიხედვით, ბავშვების 18,8%-ს აღენიშნებოდა მხოლოდ სიცხე და გემოსა და სუნის დაკარგვა.

16,5%-ს ხველება. 14%-ს გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი. 8%-ს გამონაყარი. 4,8%-ს კი თავის ტკივილი. ჰოსპიტალიზება მათგან მხოლოდ 5,3%-ს დასჭირდება.

წყარო: itv.ge