მთელი ღამე პრაქტიკულად თავშესაფარში გავათენეთ, ძალიან დაძაბული ვითარებაა – ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
“როდესაც სიგნალი გვესმის საგანგაშო მდგომარეობა ირთვება, მხოლოდ გვაქვს 20 წამი, უფრო ნაკლებიც, რომ შევიდეთ ამ თავშესაფარში” – ამის შესახებ ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თამარ მიხანაშვილი „რუსთავი 2-ის” ეთერში ჩართვიას ყვება.
მისი თქმით, მოსახლეობას ღამეების თავშესაფარში გათენება უწევს.
– “როდესაც დამიკავშირდა თქვენი პროდიუსერი, რომ 5 წუთით ვდებდით ინტერვიუს უფრო გამიხარდა იმის მხრივ, რომ ზუსტად მაგ დროს იყო საჰაერო განგაში, 5 წუთის უკან აშდოტში, ახლაც წუთი-წუთზე ველოდები, შეიძლება ჩართვის დროსაც იყოს განგაში.
ზალპური სისტემით წამოვიდა აშკერონისკენ, აშდოტისკენ, ჟდეროთისკენ. ჟდეროთში არის საცხოვრებელ სახლზე დაცემული რაკეტა.
გუშინ მთელი ღამე პრაქტიკულად თავშესაფარში გავათენეთ, 9 საათამდე იყო ზალპური სისტემით სროლები და გააგრძელეს ახლაც, ასე რომ ძალიან დაძაბული მდგომარეობა არის” – განაცხადა თამარ მიხანაშვილმა.
წყარო: newposts.ge