ანრი ოხანაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა” შემოვა პარლამენტში თუ არ შემოვა, ამას არავისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
– “ნაციონალური მოძრაობა” შემოვა პარლამენტში თუ არ შემოვა, ამას არავისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი სიტყვის უკან წაღება და პარლამენტში შესვლა მოუწევს.
– “არანაირი ფასი აღარ აქვს, ნაციონალური მოძრაობა შემოვა პარლამენტში თუ არ შემოვა, ამას არავისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ ყველა ვარიანტში მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რომ მთელი ეს პერიოდი ატყუებდნენ ამომრჩეველს და ახლა მოუწევთ ამ სიტყვის უკან წაღება და შემოსვლა პარლამენტში. შემოვიდნენ და იქ გამოჩნდება სამართლებრივ დებატებში, პაექრობაში, საკითხების წარმოჩენაში, თუ რა გუნდი ყავს ნაციონალურ მოძრაობას და რა გუნდით არის წარმოდგენილი ქართული ოცნება, ისედაც ხედავს საზოგადოება, მაგრამ იქ ნახავს კონტრასტს” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
წყარო: ptn.ge