პალესტინელი მედიკოსების ცნობით, ღაზაში 5 დღეში 132 ადამიანია დაღუპული.
პალესტინის რელიგიური საკითხების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა მეჩეთი გაანადგურეს. პალესტინელი მედიკოსების ინფორმაციით, ღაზაში ორშაბათს დილიდან დღემდე 132 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 32 ბავშვი და 21 ქალი, დაშავებულთა რაოდენობა კი 950-ია.
ამასთან, ისრაელმა ღაზაზე ავიაიერიშები, „ჰამასმა“ კი ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმები განაახლა.