პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა დღესაც გაიმართება

უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა დღესაც გაიმართება.

შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, 17:00 საათზე დაიწყება.

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საკითხი მხარეებს ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვთ, შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

 

“იმედინიუსი”