როგორც ცნობილია, „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ განთავსებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისის პრაიდმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა და შსს-ს ფალავანდიშვილის დაკავებისკენ მოუწოდა.
აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ განთავსებული ინსტალაციის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
ვიდეო: