ეს შენიშვნა იმ გაუგონარი უვიცობისა და ყეყეჩური უტიფრობის საწინააღმდეგოდ დავწერე, –
იმ ადამიანების მისამართით,
რომლებიც პროფესიულად შორს არიან ეკონომიკისგან
ან უსაშველოდ ზერელე წარმოდგენები აქვთ, თუმცა, იმდენად უტიფრები არიან, საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან.
უბედურება ისაა, რომ მათ მხარდამჭერებიც ჰყავთ და სჯარო სივრცეშიც ენერგიულად განიხილავენ დაბოლილი თუ არადაბოლილი ე.წ. ”პოლიტიკოსების” სულელურ ეკონომიკურ შეხედულებს.
მე ახლა ვეხები ფუნდამენტურ საკითხს!
საქმე ისაა, რომ
ეკონომიკური ზრდა შეიძლება განხილული იქნას როგორც რაოდენობრივი თანაფარდობა (იხ. ნახატი)
ნახატზე F-ით უბრალოდ, არაცხადად მინიშნებულია, რომ ფაქტორებსა და მწარმოებლურობას (ანუ პროდუქტიულობას) შორის რაღაცნაირი კონკრეტული სახის ფუნქციონალური დამოკიდებულება არსებობს.
ფ ა ქ ტ ო რ ე ბ ი!
აი, უმთავრესი. საუბარი აუცილებელია ფაქტორებზე,
შემდეგ კი დეტერმინანტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ფაქტორების ეფექტურ გამოყენებას.
”დაბალი გადასახადები’, ”დერეგულაცია, ანუ მთავრობა არაფერში ჩაერიოს, ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს”, ”კერძო საკუთრება” და ა.შ. და ა.შ. – არცერთი ფაქტორს არ წარმოადგენს, მათ სხვა ადგილი აქვთ და არა ისეთი ატროფირებული სახით, როგორც ეს საქართველოშია უვიცობის გამო გავრცელებული.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვა,
ეკონომიკურ ზრდას წარმოების ფაქტორების ალოკაცია და მწარმოებლურობა (პროდუქტიულობა) განაპირობებს!
ალოკაცია (ან მარტივად, განთავსება) ისაა, როცა ხელთ არსებული რესურსები განაწილებული იქნება სწორად დროსა და სივრცეში დასმული ამოცანების შესაბამისად.
(სწორედ ეს არის საქართველოს უდიდესი პრობლემა, დაბალ პროდუქტიულობას კი უამრავი რამ განაპირობებს).
ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური და ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი.
გინახავთ ოდესმე ვინმე ამ საკითხებზე საუბრობდერს?!
არადა, აქ გვაქვს უსაშველო ჩავარდნა!
აბა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, მისი ეკონომიკა?!
როგორ?!
იმ უაზრო პოლიტიკით, რასაც ხელისუფლება ეწევა?
იმ უაზრო შეხედულებებით, რომელსაც ე.წ. ‘’ექსპერტები’’ და ”პოლიტიკური ლიდერები” ერეკებიან?!
რესურსების განთავსება (ალოკაცია) არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, მაგრამ იმისათვის, რომ ეკონომისტებმა სწორად და სრულად წარმოიდგინონ ამ ფუნდამენტური საკითხის ყველა ძალზე ღრმა ნიუანსი, ინტუიცია და მიხვედრილობა არ კმარა, – არ მუშაობს!
ეს ძალზე რთული და ღრმა საკითხი პროფესიულ დონეზე მათემატიკის დაწინაურებული ნაწილის ‘’ფუნქციონალური ანალიზის’’ ცოდნას მოითხოვს, –
ვერავინ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს, თუ ამ გადაწყვეტილებებს ღრმად საქმის მცოდნე ხალხი არ ამზადებს, პოლიტიკოსებს-გადაწყვეტილებების მიმღებებს კი იმის ელემენტარული გონება მაინც უნდა გააჩნდეთ, რომ ალტერნატივებიდან, კვალიფიციური მრჩევლების მეშვეობით, სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ!
ახლა თავად შეადარეთ, რაზე საუბრობენ ქართულ საჯარო სივრცეში – ეკონომიკაზე და პოლიტიკაზე!
თუ მაინც მოგწონთ არაფრისმაქნისი და არაფრისმცოდნე ხალხის (ცხადია, ეს არ ეხება მცირე გამონაკლისს) საუბარი და კარგს მოელით, –
ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება: ”ექიმ ფსიქიატრს მიაკითხეთ! უთხარით, რომ კარგად ვერ ხართ!”
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში;
სოციალური ქსელი