“15 მაისი ნამდვილად საკრალური დღე აღმოჩნდა ოპოზიციისათვის ბევრი გაგებით. ამ დღეს დაგეგმილი გრანდიოზული აქციის ნაცვლად, რომლითაც მათი ჭკუით ხელისუფლება უნდა დაემხოთ, რუსთაველზე ანტისანიტარიის კერად ქცეული კარვებიღა დარჩა” – ამის შესახებ დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მიხვდნენ, როგორც იქნა, რომ არავითარი მხარდაჭერა ამ აქციას არც ქვეყანაში და არც მის გარეთ არ ექნებოდა. მარტივი მიზეზის გამო – ხალხს ეს “ნაციონალური” მარაზმი მობეზრდა. ის მობეზრდათ დასავლეთშიც.
დარჩა ბოლო აკორდი – პოლიტიკური ავანსცენიდან მათი უმტკივნეულოდ გასტუმრების” – წერს ანჯაფარიძე.
წყარო: ptn.ge