საკოორდინაციო საბჭომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო .
ამის შესახებ საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00-დან 5:00-მდე იმოქმედებს. მანამდე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.