მადლობა ღმერთს, რომ გადადგა – გია ვოლსკი გახარიაზე

– “ქართული ოცნების“ წევრი იყო გიორგი გახარიაც, მაგრამ ცუდად მოიქცა, არასწორად მოიქცა. კიდევ კარგი ეს თავად გადაწყვიტა და ჩამოშორდა ამ პოლიტიკურ ძალას” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ გიორგი გახარიაზე განაცხადა.

“გახარიას წასვლაზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გაუგონარი მოხდა. მე უფრო მეტად დამაფიქრა იმან, რომ კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაანონსებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და ამ მიმართულებას ავითარებდა „ნაციონალური მოძრაობა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და დაანახოს ყველას, რომ ქვეყანა არსებობს, სტრუქტურები არსებობს, მაშინ გადადგა და მადლობა ღმერთს, რომ გადადგა.

მე არ მომწონს „ქართული ოცნების“ მონოლითურობაზე მსჯელობა გიორგი გახარიას გასვლით. საარჩევნო პროგრამით დავანახებთ ხალხს ვინ არის მონოლითური, ვინ დაუდგა სახელმწიფოს გვერდით და ვინ მსჯელობდა სახელმწიფოებრივად. ვფიქრობ გახარიას ამ მხრივ სერიოზული მინუსი აქვს და „ქართულ ოცნებას“ გაცილებით დიდი პრივილეგია აქვს იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესს გამოხატავს.

– “ქართული ოცნების“ წევრი იყო გიორგი გახარიაც, მაგრამ ის ცუდად მოიქცა, არასწორად მოიქცა. კიდევ კარგი ეს თავად გადაწყვიტა და ჩამოშორდა ჩვენს პოლიტიკურ ძალას” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: itv.ge