გასული 24 საათის განმავლობაში, მილიარდნახევრიან ჩინეთში კორონავირუსის, მხოლოდ სულ რაღაც 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 4 ადგილობრივი ინფექციაა, დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ამასთანავე ჩინეთში კორონავირუსის 19 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში კორონავირუსის 90,847 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ისევ და ისევ მილიარდნახევრიან და თვალუწვდენელ ჩინეთში, ვირუსს მხოლოდ 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: სოციალური ქსელებიდან