მოსკოვის სასამართლო განიხილავს, მიიჩნიოს თუ არა ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები “ექსტრემისტულად”

17 მაისს გაიმართება სასამართლო მოსმენა კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ორგანიზაციების თაობაზე. სასამართლო განიხილავს, მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა ისინი „ექსტრემისტულად“.

მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის სარჩელს, რომელიც მოითხოვს, „ექსტრემისტული“ ორგანიზაციების სტატუსი მიენიჭოს ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს და ნავალნის რეგიონულ შტაბს.

პროკურატურის თანახმად, ეს ორგანიზაციები სოციალური და სოციო-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ეწეოდნენ თავიანთი მოწოდებებით.

რუსეთის კანონმდებლობით, „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის წევრობა ან მისი დაფინანსება 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.