ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ, თბილისის ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ და მოსახლეობას ლოცავენ.
სასულიერო პირები და მრევლი დღეს დილით სამების საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც მოხდა წყლის კურთხევა, შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემართნენ.
პირველი მიმართულება – საბურთალო, მეორე – დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, თემქა, მესამე – ორთაჭალა, ისანი, სამგორი, მეოთხე – მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე, მეხუთე – ჩუღურეთი.
ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა. თავის მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღე რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
“სპუტნიკი”