პუბლიცისტი დავით მხეიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ვაი შე საწყალო საქართველოვ! სვანები საკუთარ სამშობლოში თურმე ჩამოსულები ყოფილან, ხოლო შაჰ-აბასის დროინდელი აზერების შთამომავლები, ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილან და ისტორიული ქვემო ქართლის მიწები, რომლის ყოველი გოჯი ჩვენი გმირი წინაპრების სისხლით არის მორწყული,აზერების ისტორიული საკუთრება ყოფილა. კი ბატონო იცხოვრონ, იშრომონ, არავინ უშლით ხელს – იყვნენ, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ ნუ დაავიწყდებათ, რომ მაინც სტუმრები არიან. თორემ რა გამოდის, ისტორიული “ძმები” იქით დავით გარეჯს გვედავებიან და აქეთ?
როგორც დიდი ილია “ქვათა ღაღადში” ღაღადებდა _ “ამ წარმტაც ქვეყანაში,მხოლოდ ქართველს ეგუბება სული, მხოლოდ ქართველს ადნება ხორცი”… კიდევ კარგი, რომ “ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე” დიდი ხანია, რაც გავლიე და, რომ იტყვიან, ორი დღის სიცოცხლეღა დამრჩენია და დიდი ალბათობით ჩემი სამშობლოს საბოლოო დაცემა გადაგვარებას ვეღარ ვიხილავ! თუმცა ამაზე მეტი დაცემა გადაგვარება არსებობს, როდესაც მანიაკ მკვლელ ჟორიკას დასავლეთიდან ბრძანებით პოლიტპატიმარის სტატუსით ანთავისუფლებენ, ხოლო იგივე დასავლეთი ლგბტ ტრანსგენდერების პარადის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისთვის, პატიმრობით, გვემუქრებიან