სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება.
თუმცა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს ჯანდაცვის ზომების დაცვა განაგრძოს და ვაქცინა გაიკეთოს.
ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობა სლოვაკეთში 1 ოქტომბრიდან მოქმედებდა.
წყარო: newposts.ge