ამ წუთის მონაცემებით, ცესკოს წევრების შეცვლასთან დაკავშირებით კონსესუსი არ არსებობს – იაგო ხვიჩია

ამ წუთის მონაცემებით, ცესკოს წევრების შეცვლასთან დაკავშირებით კონსესუსი არ არსებობს – იაგო ხვიჩია.

ამ წუთის მონაცემებით, კონსესუსი, რომ შეიცვალოს ცესკოს წევრები, არ არსებობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ წუთის მონაცემებით, კონსესუსი, რომ შეიცვალოს ცესკოს წევრები არ არსებობს. ამის წინააღმდეგი მეც ვარ იქედან გამომდინარე, რომ ის ხალხი დანიშნულია გარკვეული ვადით. ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული მტკიცებულებები თუ არ გვაქვს მის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მე ასეთი უხეში ჩარევები საკანონმდებლო ორგანოდან არ მომწონს“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წყარო: newposts.ge