“ბორჯომის” ქარხანა სრულად პარალიზებულია, თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ!

“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ.

ამ დროისთვის ქარხნის მუშაობა სრულად შეჩერებულია. გაფიცულ თანამშრომელთა თქმით, მათსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შედეგად, 400-მდე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარი თქვა.

თანამშრომლებს მძიმე სამუშაო პირობებთან ერთად, არ ეძლევათ დასვენებისა და შესვენების უფლება, გარდა ამისა, დასაქმებულთა ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო თანამშრომლები შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს იღებდნენ.

 

“რეზონანსი’