ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ „სინოვაკით” ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააჟღერებს“, – განაცხად აგაბუნიამ.

ცნობისთვის, „სინოვაკით“ აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

წყარო: report.ge