დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის პიკი გადავლილია, თუმცა მდგომარეობა მაინც ძალიან საფრთხილოა.
„ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე… ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!
ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო არ დაკარგა. აი, ეს კითხვა მაქვს, რა ვთქვა აღარ ვიცი… ქეიფს რატომ უნდა შესწირო, შენი ახლობლის სიცოცხლე?!
პიკი გადავიარეთ, ბევრი ღლიცინებს ამ პიკზე, მაგრამ ვისაც გაუვლია ეპიდემიოლოგიის პატარა კურსი, იცის, რომ ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგიური ტერმინია“, – განაცხადა გადაცემაში “რეზიუმე” იმნაძემ.
მანვე მასობრივ ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება.
“რეზონანსი”