მონების მიახლება ბატონთან

პარლამენტში მათი შემოსვლა-არშემოსვლის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, მათ რას უბრძანებს უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას უკრაინაში ჩასვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, ეს არის მონების მიახლება ბატონთან.

„პარლამენტში მათი შემოსვლა-არშემოსვლის საკითხი დამოკიდებულია, მათ რას უბრძანებს უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი. ფარსია, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაეკითხოს ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს, საზოგადოებას, რადგან ნათლად დავინახეთ, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული არაერთ ეპიზოდში. ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ძალიან საინტერესოა, სააკაშვილი პოლიტსაბჭოა, საზოგადოება თუ რომელ ფენას წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის დე-იურე ხელმძღვანელები მიდიან დირექტივების მისაღებად ადამიანთან, რომელიც არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და არც ჩვენი ქვეყნის საქმეებში აქვს რაიმე საქმე. თუ მას სურდა, ჩართული ყოფილიყო პროცესებში, არ უნდა მოესროლა და მიეგდო ის პასპორტი, რის რიგშიც დგანან ადეიშვილი და ალბათ, ეს რიგი კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში, მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრა.

 

“ალია”