ფეისბუქზე ჩემი მოღალატეობრივი მოღვაწეობის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლე ერთი აქაური ფენომენი, სახელად “პედრიოტები”…
სხვა სიკეთეებთან ერთად, ეს არის კატეგორია, რომელსაც საქართველო და ქართველები “უყვარს” მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დაპირისპირებულები რუსეთთან (აფხაზეთი და ცხინვალი მხოლოდ საბაბია).
როგორც კი ქართველი ამ პარადიგმას გასცდება, საქმე შეეხება სხვა ტერიტორიას, მაგალითად, გარეჯს, ან დმანისს – ის მყისიერად გადაიქცევა ბნელად, ტლუდ, პრავასლავნი ფაშისტად და მონად. დღეს პედრიოტების ისეთი ზიზღიანი კომენტარები წავიკითხე სწორედ ქართველების მისამართით, დარწმუნებული ვარ, მეზობელი აზერბაიჯანელებიც კი გაოცდებოდნენ…
დაათ ცაბაძე; სოციალური ქსელი