საკმაო ხნის წინ, ჩვენს დიდ ქართველ ფეხბურთელს – ალექსანდრე ჩივაძეს, ეს ისტორია აქვს – ჩემთან პირადად მოყოლილი. 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის მფლობელები რომ გავხდით – გერმანიაშიო, რა თქმა უნდა, ჩვენს სიხარულს, საზღვარი არ ჰქონდა, და გასახდელში, ერთი ამბავი გვედგაო. ერთმანეთს ვულოცავდით, და თან, ვინ არ გვილოცავდაო….
ამ დროს, შემოვიდა ჩვენთან, ერთი ჩვენთვის უცნობი, გაჭაღარავებული, სათავალიანი კაცი გასახდელშიო, და სუყველას ჩამოგვიარა ცრემლიანი თვალებით, და ხელი ჩამოგვართვა, და თან გამარჯვებას გვილოცავდა – ქართულ ეზაზე, და გვეუბნებოდა – როგორ გამახარეთ ბიჭებო, რომ იცოდეთო, და სიხარულისგან ცახცახებდაო…. ჩვენც სიხარულისგან, მეცხრე ცაზე ვფრინავდით მაშინ და არ გაგვიმახვილებია ყურადღება, მის ვინაობაზე დეტალურადო. ღელვა, ნელ – ნელა როცა მიგვინელდაო, მერე გავიხსენეთ ის კაციო…. მარა ის, როგორც შეუმჩნევლად მოვიდა, ისე ყველასგან შეუმჩნევლად წასულიყო ჩვენგანო. ვიფიქრეთ, მოლოცვა ნებისმიერისაგან გასაგებია მაგრამ, გერმანიაში – გამართულ ქართულ ენაზე საუბარი, უკვე ძალიან დამაფიქრებლად ჩანდაო…. რა ვიციო, ჩვენ რატომღაც ინსტიქტურად, რამოდენიმე კაცმა ერთად წამოვიძახეთ – ნეტა ის კაცი, – ბერია ხომ არ იყოო, და ეს აზრი დღესაც კი, საერთოდ არ გვეჩვენება სისულელედო…. ვინ იყო ის კაცი, იმ ფაქტის მიმართ, დღესაც უდიდესი ინტერესი, არ გაგვნელებიაო. ამის შესახებ, შევარდნაძემაც გაიგოო, თუმცა ყველა მკაცრად გაგვაფრთხილა, მომხდარზე – კრინტი არ დაძრათ არსადო, და სანაცვლოდ, ალბათ მაინც უფრო გარანტირებულად რომ ყოფილიყო, ვოლგები დაგვირიგეს საჩუქრად ყველასო….
არადა, ფაქტია ისიც რომ, 1953 წლის, 13 – ი ივლისის – ბერლინის ამბოხება, დღეს – ,,საბჭოთა ოკუპაციის“ წინააღმდეგ მიმართული, და საერთო – სახალხო ამბოხების სახელითაა გაყალბებული – თანამედროვეობისთვის. თუმცა ესეთი რამ, იმ დროს მართლა მომხდარა. სიტუაციის დასარეგულირებლად გერმანიაში – ბერია ჩასულა, რა დროსაც დაუშვია – ერთადერთი, და გადამწყვეტი შეცდომაც. ხრუშოვს უთქვია: ,,ლავრენტი პავლოვიჩზე კარგად – გერმანიაში საქმეს, უკეთესად ვერავინ ვერ მოაგვარებსო“…. ბერია კი იქიდან, უკან აღარ დაბრუნებულა, და რა თქმა უნდა, არც მისი არანაირი სასამართლო არ შემდგარა. ხრუშოვის დროს გამოგონილი ტყუილებია – ბერიას სასამართლოს შესახებ – ყველაფერი. მისი თვითმფრინავი, ჰაერში ააფეთქეს. უცნობებიათ ბერიასთვის რომ, ხრუშოვმა ყველა გადაიბირა შენს წინააღმდეგ, და რომ ჩამოხვიდე – დაგაპატიმრებენო. ბერიას უთქვია: ,,მარტო ფეხი დავდგა აეროდრომზე, და ვინ ვის დააპატიმრებს, მაგასაც ვნახავთო“. პანიკური შიში ჰქონია – ხრუშოვს, პირველ რიგში, მერე ყველა შეთქმულს – ბერიის მიმართ, და ერთად მიუღიათ – თვითმფრინავის აფეთქების გადაწყვეტილებაც….
ბევრ, იმ – ტვინდაყადაღებულს, რომელთაც ვაშინგტონმა, ამერიკული მეთოდებით იპოთეკით დაუტვირთა აზროვნება, და რომელთაც გონიათ რომ, ფაშიზმის გამარჯვების შემთხვევაში, ბავარიული ლუდი, და სარდელის ძეხვი, ნეხვივით – ,,N“ რაოდენობით არ მოაკლდებოდათ – სახეზე წასასმელად, და რომელთაც ასევე გონიათ რომ, გერმანელი ხალხის ტერიტორია, სწორედ – სტალინმა გაყო ორად; უნდა აუცილებლად იცოდნენ ისიც რომ: ისტორია, აბსოლიტურად საწინააღმდეგო ფაქტებზე საუბრობს…. მაგრამ ეს თარიღი, ისტორიის სახელმძღვანელოებში – საბჭოეთშიც არ შესულა…. 1955 – ი წლის, 21 – ი იანვარი, რომელიც სწორედ რომ – სამამულო ომის დასრულების თარიღია…. სტალინს კი, ერთიანი გერმანია გაცილებით აწყობდა, ვიდრე მის ერთ ნაწილში – კაპიტალისტური ბანაკის ბაზის არსებობა. 1945 – ი წლის 7 მაისს კი, გენერალმა იოდლმა – ვერმახტის სახელით, გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს, მოაწერა ხელი, რითაც – ფაშიზმზე გამარჯვება იხილა მსოფლიომ, ხოლო ბრძანებას – ,,ომის დასრულების თაობაზე – საბჭოეთსა და გერმანიას შორის“, ჰიტლერის გერმანიის კაპიტულაციიდან, მხოლოდ 10 – ი წლის შემდეგ, 1955 – ი წლის 21 იანვარს, მოეწერა ხელი…. ყველაფერი – გასაგები რომ იყოს…. ომის მსვლელობისას, თეირანის, იალტის, და პოტსდამის კონფერენციებზე, საბჭოეთს, ამერიკასა, და ინგლისს შორის, გერმანიის შემდგომ ბედთან დაკავშირებით, შეთანხმება ყოფილა მიღწეული. გადაწყვეტილა რომ, გერმანია – ერთიანობას შეინარჩუნებდა, და რასაც – სტალინი, დაჟინებით მოითხოვდა კიდეც, რომ გერმანია – დემილიტარიზებული, ნეიტრალური, და ერთიანი უნდა ყოფილიყო. რატო უნდოდა სტალინს, გერმანიის ერთიანობის შენარჩუნება?…. იმიტომ უნდოდა რომ, მას ძალიან კარგად ახსოვდა, ვერსალის 1919 – ი წლის საზავო ხელშეკრულება, საფრანგეთმა რომ – რეინის ზონა მიითვისა, მერე ისიც ეცოტავა და რეინს – რურიც რომ, ზედ მიაყოლა. ,,პატივცემულმა“ პოლონეთმა კი, რომელიც დღესაც, იმ ტყუილზე თავგამოდებით ყვირის რომ, თითქოს – სტალინმა, მათი ქვეყანა – ფაშისტებთან შეთანხმებით, შუაზე გაყო, (თუმცა ეს სულ სხვა თემაა) ,,დაავიწყდათ“ ალბათ – მთიანი სილეზია, და დასავლეთ პრუსიის ნაწილი რომ, – მიისაკუთრეს…. თუმცა დღეს, ეს რომ ან – ფრანგებს, ან – პოლონელებს უთხრა, იტყვიან, – ჩვენ არ გვინდოდა, – სტალინმა დაგვაძალაო…. შემდეგ, ასე გაგრძელებულა იმდროინდელი სიტუაცია. ჩერჩილი და რუზველტი, გერმანიის – გაყოფას ემხრობოდნენ. გერმანიის დანაწილების მომხრე იყო – საფრანგეთიც. რატო იყვნენ, ასე თავგამოდებით, – გერმანიის გაყოფის მომხრენი ეს ,,კაცთმოყვარე“ ქვეყნები?; იმიტომ რომ, მათ – ზაარლანდის ოლქის – ქვანახშირის უდიდესი მარაგის მითვისება, და იმ ადგილზე, მათი მადის დასაცხრომად, ქერის დიდი – ორმოსმაგვარი სახელმწიფოს შექმნა უნდოდათ…. ეხლა, რას მოიგებდა ამით, ევროპის ჰარამხანის მამაშა – ინგლისი…. ინგლისი, ომის გამო, ძალიან დასუსტდა, და ფაქტიურად, თავისი ,,საყვარლის“ – ძია სემის დახმარებით ცხოვრობდა. ჩერჩილი მშვენივრად ხვდებოდა რომ, – განზრახმოწყობილი ომისგან დავსდატეხილი, და უზარმაზარი ზარალგამოვლილი, ყველაზე ძლიერი ქვეყანის სახელს – პლანეტაზე, – სტალინის საბჭოეთი არავის დაანებებდა, რაც მას – პანიკურ შიშსს უნერგავდა. ამიტომ, 1946 წელს, ,,მამაშელები“ – გერმანიის გაყოფას მოითხოვდნენ, რომ – საკუთარი ზონის ტერიტორიაზე, ქვანახშირის მოპოვების გარდა, ძლიერი – სამხედრო ბაზებიც მოეწყოთ, და ევროპის კონტინენტურ ნაწილზე, მყარად დამკვიდრებულიყვნენ…. ეხლა, რას მოიგებდა, ,,მამაშის“ შორეული საყვარელი – ,,ძია სემი“…. ,,ძია სემი“, პირდაპირ – ფულის რეფორმას ეტაკა. 1946 წელს, საკუთარ ოკუპირებულ ზონაში, ამერიკელებმა, ადგილობრივი არჩევნები, და ფულის რეფორმა ჩაატარეს. გაჩნდა დასავლეთის მარკა, რომელიც შემდეგში – დოიჩმარკად იქნა ცნობილი. 1948 – ა წელს, ყოფილმა მოკავშირეებმა, საკუთარი ზონები გააერთიანეს, და საპარლამენტო საბჭო შექმნეს. 1949 – ა წელს კი, დასავლეთ გერმანიამ – კონსტიტუცია მიიღო, და ბუნდესტაგის არჩევნებიც ჩატარა. ქვეყანაში შეიქმნა ,,გფრ“ – ის – მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც – კონრად ადენაუერი, გერმანიის 1 – ლი ბუნდესკანცლერი ჩაუყენეს სათავეში. საბჭოეთს კი, მეტი გზა არ დარჩენოდა, და საკუთარ ზონაში ,,გდრ“ – ი შექმნა, თუმცა – გერმანიის გაერთიანებას, მაინც ცდას არ აკლებდა, და 1953 – ი წლისთვის, შეთანხმება მიღწეულიც იყო…. ეს ყველაფერი – დოკუმენტებით არის დადასტურებული…. შემდეგ რა მოხდა, რატომ არ გაერთიანდა გერმანია?;…. რატომ და იმიტომ არ გაერთიანდა რომ, გერმანიის – ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა – საბჭოთა ზონაში – პუტჩის პროვოცირება მოახდინა. რასაც ადენაუერი, თავის მემუარებშიც კი აღწერს. როდესაც მისი პარტია, – ,,ქრისტიანულ – დემოკრატიულ კავშირი“, მიხვდა რომ, მას ძალა მხოლოდ – რეინის ზონაში ჰქონდა, და პარლამენტში – უმრავლესობის დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. მას, და ასევე რაღა თქმა უნდა – ამერიკასა და ინგლისს, პოლიტიკური კონკურენციის შეეშინდათ, და 1953 – ი წლის 13 ივლისს, ბერლინში – ხელოვნური ამბოხება მოაწყეს, რომელიც დღეს – ,,საბჭოთა ოკუპაციის“ წინააღმდეგ მიმართული, და საერთო – სახალხო ამბოხების სახელით აუხვიეს თვალი – დღევანდელ გამოშტერებულებს. ის, პირდაპირ აღიარებს მემუარებში რომ: ,,აჯანყება“ – ამერიკა – ინგლისის კარნახით, და მისი სრული თანხმობით იყო მოწყობილი, და პროცესებსაც – ისინი მართავდნენ. საბჭოეთს კი, მეტი გზა არ ქონდა, არეულობის თავიდან ასაცილებლად, ბერლინში ჯარი უნდა შეეყვანა. 1955 – ი წლის იანვარში, უკვე ნათელი გახდა რომ, გერმანიის გაერთიანება არ შედგებოდა. გერმანიასთან, საომარი მდგომარეობა – დასრულებულად გამოცხადდა, რაც ,,გდრ“ – ის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავდა, და აღმოსავლეთ გერმანიას – არმიის შექმნის საშუალებას აძლევდა. იანვარში, სწორედ ის ბრძანება გაფორმდა, ხოლო თებერვალში კი, საბჭოეთმა – ,,გფრ“ აღიარა. 1945 – ი წლის აპრილში, რუზველტი რომ არ გარდაცვლილიყო, და იმავე წლის ივლისში, ინგლისში ჩატაარებულ არჩევნებზე – ჩერჩილი რომ არ დამარცხებულიყო, და პრემიერის სკამი – ეტლის არ დაეკავებინა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა…. სტალინის, ჩერჩილის, და რუზველტის ,,ტრიო“ დაიშალა, და მათ შორის დადებული შეთანხმება – გერმანიის მომავლის შესახებ – გაუქმდა. საბჭოეთის მოთხოვნა რომ, გერმანიაში მოეხდინა საწარმოების დემონტაჟი, და ყველაფერი კავშირში გადატანილიყო – ომის შედეგად მიღებული ზარალის სანაცვლოდ, ამერიკელების მიერ – ძარცვად ფასდებოდა, და ეს იმ ფონზე, როდესაც თავად – ამერიკელები ნადირობდნენ – გერმანულ – საინჟინრო ტექნოლოგიებზე…. ბოლო კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ მოხვდა, 1955 – ი წლის, 21 – ი იანვარი – საბჭოთა ისტორიის სახელმძღვანელოებში – ასეთია: იმიტომ რომ, 1955 წელს, საბჭოეთის სათავეში – ხრუშჩოვი ეგდო, და სტალინური – ფანტასტიკური მშენებლობის – ბოროტი ტყუილებით გადარწმუნება, იყო დაწყებული. ხრუშოვს კი, ომის და სტალინის თემის – ახლიდან წამოწევა, არ აწყობდა, რადგან – საკუთარი ცოდვების გადაბრალებას – სტალინსა, და ბერიაზე ცდილობდა. რომელი ცოდვების და – ოფიციალურ დოკუმენტებში აღწერილი მასალების, სადაც პირდაპირაა ნახსენები, ,,ხალხის მტრების“ დახვრეტის უფლება, – გამოძიების და სასამართლოს გარეშე. მაშინ ხრუშოვი, მოსკოვის ოლქის პარტიული კომიტეტის პირველ მდივანად ეგდო, რომელიც, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ განცხადებაში, იმასაც მიუთითებდა, თუ რამდენი ადამიანი იყო დასახვრეტი. 1937 წელს, მას თურმე – მოსკოვის მახლობლად, 20.000 – ი აკულაკი ,,აღმოეჩინა“. როდესაც, 1938 წელს, ხრუშჩოვი – კიევში გადაიყვანეს, ის იქიდან გამოგზავნილ პირველსავე დეპეშაში ითხოვდა რომ, 20.000 – ი ადამიანის დახვრეტის ბრძანებაზე, ხელი მოეწერათ. მას არ უნდოდა რომ, წინა სამუშაოზე დაუსრულებელი საქმე – დარჩენოდა. ხოლო, როდესაც ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა, საკუთარი განზრახ ჩადენილი დანაშაულის – სტალინთვის გადააბრალებით, ისტორიაში – სუფთა სახელით შესვლას ცდილობდა…. აი ამოტომ არ მოხვდა – ეს თარიღი, ისტორიის სახელმძღვანელოებში. P . S . ყველა შეგნებულ ადამიანს გილოცავთ – ფაშიზმზე გამარჯვებას. რასაც, მარტო – სტალინის საბჭოეთში, 32.000.000 – ი ადამიანი შეეწირა, და იქედან, 750.000 – ი ქართველი მეომარი, რომელიც, უდიდესი თავდადებით იბრძოდა – სტალინური სიტყვისადმი რწმენით, და 430.000 – მა ვაჟკაცმა კაცმა, თავი გადადო – იმ დიდი რწმენით სავსე, დიდი ქვეყნისა და მომავლისათვის…..
ბესო ძნელაძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი