პარტია გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გადაცემა „საჯარო პოლიტიკა“ კონფლიქტის შემდეგ დატოვა.
ის დმანისის ამბავს ეხმაურება.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ აქამდე რატო მივიდა საქმე. რატო ჩხუბობდა 200 კაცი? არავინ არ ვიცით სინამდვილეში რაზე ვკამათობთ“- აცხადებს იაგო ხვიჩია.
თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ დადის „ტვ პირველის“ სტუდიაში, თუმცა იაგოს სახით ქომაგი ნახეს და აშკარად მათ მოსაზრებას აჟღერებს.
“პრაიმტაიმი”