თუ მთავრობამ მოინდომა და დიდი ალბათობით არ გააკეთებენ ამას, შესაძლებელია საწვავის ფასის 40 თეთრით შემცირება – გიგა ბოკერია აქციზის გადასახადის გაუქმებას ითხოვს.
“ევროპული საქართველო” საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებს. პარტიამ დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს აუხსნიან, რატომ უნდა შემცირდეს სააქციზო გადასახადი ნავთობპროდუქტებზე.
– “აქციზის გადასახადის გაუქმებით, შესაძლებელია ავტომატურად 40 თეთრით შემცირება საწვავზე ფასის, რაც აისახება შემდეგ ყველაფრის ფასზე. ზოგადად, შესაძლებლობებზე ყველა ჩვენი მოქალაქის, რომ აწარმოონ საქმიანობა, იშოვონ სამსახური, შეიძინონ პროდუქტი, გაუადვილდეთ ცხოვრება ამ საერთო გასაჭირის დროს. ეს არის მარტივი ნაბიჯი” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
წყარო: newposts.ge