არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
23 წლის მამაკაცს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება მას შემდეგ შეუცვალა, რაც დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სასამართლოში მოულოდნელად ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ არც გაუპატიურებას და არც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია.
ბრალდებულის და აცხადებს, რომ მისი ძმის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში იცნობდნენ და ერთმანეთი მოსწონდათ და ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანის ოჯახს ჰქონდა. ბრალდებულის და ამბობს, რომ ამჟამად გოგონა მათთან ერთად ცხოვრობს ოჯახში. ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თავდაპირველად გოგომ ჩვენება ზემოქმედების ქვეშ მისცა:
“ეს გოგონა იყო სხვისი ზემოქმედების ქვეშ. დალაგებაზე ამუშავებდა ერთი ქალი, დედის ყოფილი მეგობარი, ორივე დედა-შვილს ამუშავებდა. ამ ქალბატონთან აიყვანა ჩემმა ძმამ ეს გოგო. ამ ქალბატონის მიერ განხორციელდა ზარი საპატრულოში, სასწრაფოც მან გამოიძახა და ამ ქალბატონის ზემოქმედების ქვეშ მოხდა ეს გოგო. არასდროს არ ყოფილა ეს გოგო ჩემი ძმის გვერდით ძალით. დაჭერილი როცა იყო ჩემი ძმა 8 თვით და დაჭერიდან 3 თვეში დაგვიკავშირდნენ და დედა იყო აღფრთოვანებული ჩემი ძმით, ახასიათებს არაჩვეულებრივად დღემდე,” – აცხადებს ბრალდებულის და.
ამ დროისთვის 23 წლის მამაკაცი თავისუფალია, თუმცა მის წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით გამოძიება ისევ მიმდინარეობს.
“რეზონანსი”