იტალია კომენდანტის საათის გაუქმებას 21 ივნისიდან გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრელებს.
გამოცემის ცნობით, 7 ივნისამდე ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე ამოქმედდება.
7 ივნისიდან კი ის 00:00 საათიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 4,162,576 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 124,296-ს შეადგენს.
წყარო: itv.ge