ვაპირებ ნატოში ვიკითხო, რამდენი ხანი უნდა ვაკაკუნოთ ნატოს კარზე – ამის შესახებ ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ნატოში დაგეგმილი შეხვედრა.
– “უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოში დაგეგმილი შეხვედრა. მე პირადად საუბარი მექნება საქართველოს უსაფრთხოების უზრულველყოფის საკითხებზე და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. მინდა მათგან მოვისმინო, თუ როგორ უყურებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და კიდევ რამდენი ხანი უნდა ვაკაკუნოთ ნატოს კარზე, რომ ეს კარი საბოლოოდ გაიღოს” – აცხადებს იოსელიანი.
წყარო: newposts.ge